ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულების რიცხვი 3.7 %-ით გაიზარდა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 66 ათასი მასწავლებელი, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 63.7 ათასი. ეს კი 3.7%-იანი ზრდაა.
მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5 %-ია, ხოლო კაცების წილი 12.5%.