მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზოგიერთ რესტორანსა და ბარში ქართული მენიუ არ აქვთ და რუსულად გესაუბრებიან - კოტე გაბრიჩიძე

633443108b4fb
ანუკა ჯოხაძე
30.09.22 09:00
1617
თბილისსა და აჭარაში არსებულ ობიექტებში სტუმრობის მსურველებს ძირითადად რუსულად ხვდებიან, ახვედრებენ რუსულ მენიუებს და გარეთაც აბრები ოკუპანტის ენაზე აქვთ გამოკრული. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის რესტორატორთა ასოციაციაში მიაწოდეს. არადა, არსებული კანონმდებლობით, ობიექტზე არსებული წარწერა პირველ რიგში აუცილებლად ქართულ ენაზე უნდა იყოს.

კოტე გაბრიჩიძე გვიყვება, რომ თავდაპირველად ახალ რეგულაციებზე მორგება, რომელმაც ობიექტებს გარე აბრების სტანდარტები დაუწესა, ბიზნესს გაუჭირდათ და ამაში დამატებით ხარჯების გაწევაც მოუხადა, თუმცა მისი თქმით, დღეს მონიტორინგი ამ კუთხით აქტიურად აღარ ხორციელდება, შესაბამისად, ქალაქში მრავალადაა როგორც რუსული, ისე სხვა უცხოენოვანი დასახელებები, რომელაც თან ქართულენოვანი წარწერა არ ერთვის.

გაბრიჩიძე იმასაც ამბობს, რომ თბილისის მასშტაბით არაერთ კაფესა თუ რესტორანშია შემთხვევა, რომ ვერ ნახავთ ქართულენოვან მენიუს და არც ქართულ ენოვანი თანამაშრომლები ჰყავთ.

“ქართული ენის პალატა, რომელიც თავის დროზე დაერია რესტორნებს და მოგვიწოდებდა არსებული აბრები ხან მარჯვნივ გადაგვეტანა, ან რატომ გვქონდა ზევით ან ქვემოთ - ეს 6 თვეში დასრულდა.

მას შემდეგ, ამ პალატის არსებობა თუ არ არსებობა არავის არ გაუგია. უამრავი ადგილია, სადაც ქართული მენიუ საერთოდ არ აქვთ და როდესაც შედიხარ, ელაპარაკები ქართულად, ისინი რუსულად გპასუხობენ, რომ ქართულად ვერ საუბრობენ”, - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები