მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზოგიერთი გამოფენა იმდენად ხარჯიანია, რომ უბრალოდ არც ვიღებთ მონაწილეობას" - "სიმონიკა" გამოწვევებზე

სიმონიკა

ბაღდათის რაიონის სოფელ მეორე ობჩაში მდებარე საოჯახო მეღვინეობის, „სიმონიკა“, თანადამფუძნებელი, ნინი ჩხეიძე ამბობს, რომ მცირე მეწარმეებისთვის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად რჩება.

როგორც ჩხეიძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გარკვეულწილად ეხმარება მეღვინეებს საერთაშორისო ბაზრებზე მარკეტინგული აქტივობების დაფინანსებაში, ზოგიერთ გამოფენაზე მონაწილეობის ხარჯი იმდენად მაღალია, რომ მცირე მარნებს ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ აქვთ.

“მთავარი გამოწვევაა, რომ გავხდეთ ცივილიზებული ღვინის სამყაროს ნაწილი საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინო უფრო ცნობადი უნდა გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ მცირე მარნებსაც მიეცეთ მეტი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებში. მართალია, გარკვეული მხარდაჭერა არსებობს, მაგრამ ზოგიერთი გამოფენა იმდენად ხარჯიანია, რომ უფრო დიდ კომპანიებს შეუძლიათ იქ წასვლა“, - აცხადებს მეღვინე.

მისივე თქმით, მსოფლიო ღვინის ინდუსტრია დღეს ფოკუსირებულია მცირე, ბუნებრივ წარმოებებზე და საქართველოც ამ ტენდენციას უნდა აჰყვეს.

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხარისხი იწყება ყურძნიდან, ხარისხიანი ყურძენი გვაძლევს ხარისხიან ღვინოს. აუცილებელია, ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობა, ორგანული მიდგომა და ჯანსაღი პროდუქტის წარმოება. სწორედ ესაა გზა, რომლითაც საქართველო ღვინის სამყაროში თავის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს“, - აღნიშნა ნინი ჩხეიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები