მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზოგიერთი პროდუქციის იმპორტი 100%-ით ჩავანაცვლეთ“ - სახანძრო ინვენტარის მწარმოებელი კომპანია

63e10a2578fa6
თინათინ ნატმელაძე
06.02.23 22:45
928
კომპანია „ელპლუსმა", ზოგიერთი პროდუქტის იმპორტის 100%-ით ჩანაცვლება მოახერხა. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის ბიზნესის დირექტორმა ვაკო საღირაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელი „ელპლუსისთვის“, როგორც წარმოების ისე რეალიზების კუთხითაც, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

„2022 წელს ჩვენმა რეალიზებამ ყველა მიმართულებით 40%-ით მოიმატა. ამავდროულად გაიზარდა პროდუქციის ასორტიმენტიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კერძო სექტორი, რომელიც აქამდე სათანადოდ ათვისებული არ იყო, დღეის მდგომარეობით მაღალ საფეხურზეა - ინკულზიურობა საკმაოდ გაიზარდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მომავლისთვის უფრო მეტი ზრდის მოლოდინი გვაქვს.

გასული წელი ასეთი შედეგით დავასრულეთ - 50 მსხვილი პროექტი, 2 400 პარტნიორი, მათ შორის 150 ახალი, , 300 000 კვადრატული უსაფრთხო სივრცე.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საწარმო რეალიზაცია გაიზარდა. 2022 წელს ამ მიმართულებით 60%-იანი ზრდა გვქონდა.  გარკვეული პროდუქტების იმპორტი, ფაქტობრივად, სრულად ჩავანაცვლეთ, მხოლოდ სპეციალური შეკვეთების იმპორტი გვიწევს. 100%-ით ჩავანაცვლეთ როგორც ბინის, ასევე სახანძრო კარების იმპორტი, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახანძრო კარადები უკვე სრულად ჩვენი წარმოებული პროდუქტით მარაგდება,“ - განაცხადა ვაკო საღირაშვილმა.

რაც შეეხება ექსპორტს, „ელპლუსის“ ბიზნესის დირექტორი გვიყვება, რომ ამ დროისთვის ექსპორტისთვის საჭირო ბიუროკრატიული პროცესების მოგვარების ეტაპზე არიან.

„ამ პროცესებს ერთ წელიწადზე მეტი სჭირდება. საუბარია, როგორც პროდუქტის სერტიფიცირებაზე, ისე ქვეყნის შიდა მოთხოვნებზე, რომელიც კომპანიამ ლიცენზიის მისაღებად უნდა გაიაროს. აქცენტი მეზობელ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გვაქვს - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი. ამ ქვეყნებში, ისე როგორც ჩვენთან 2017 წელს, აქტუალური ხდება ადამიანის უფლებების დაცვა და სახანძრო უსაფრთხოება, შესაბამისად, ჩვენ მიერ წარმოებულ პროდუქტზეც მოთხოვნა მზარდია,“ - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ვაკო საღირაშვილი გამოწვევების შესახებაც გვიყვება, რომელშიც კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და პროდუქტის შესაქმნელად საჭირო მასალაზე ფასის ზრდა შედის.

„ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვართ ინდუსტრიული ქვეყანა, ვერ ვაწარმოებთ ფოლადის ფურცელს, ისე როგორც თურქეთი, ეს კი არის მასალა, რომელიც ჩვენი პროდუქციის 70%-ის შესაქმნელადაა საჭირო, შესაბამისად, გვინდა თუ არ გვინდა, ამის იმპორტი გვიწევს. ომის დაწყებამდე ჩვენ უკრაინიდანაც შემოგვქონდა ნედლეული, თუმცა ომმა ეს პროცესი შეაფერხა, შესაბამისად უკრაინის მომხმარებლები თურქეთზე გადაერთნენ, მაღალმა მოთხოვნამ კი ფასის დაახლოებით 30%-ით ზრდა გამოიწვია, ამის პროპორციულად გაიზარდა ჩვენი წარმოებული პროდუქტის ფასიც.

ამ ეტაპზე 250 ადამიანს ვასაქმებთ, თუმცა, კვალიფიციური ინჟინრების ნაკლებობას მაინც განვიცდით, რაც, რა თქმა უბნდა, კიდევ ერთი პრობლემაა.“ - განმარტავს ვაკო საღირაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები