ფულადი გზავნილების რუსული სისტემა Zolotaya Korona ევროპაში საქმიანობას წყვეტს და ლიცენზიას აბარებს - ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არის მითითებული.
"Koronapay Europe Limited აცნობებს თავის მომხმარებლებსა და საზოგადოებას, რომ ამჟამად ავტორიზაციის ნებაყოფლობით გაუქმების პროცესში იმყოფება. შესაბამისად, Koronapay Europe Limited აღარ შესთავაზებს და აღარ განახორციელებს რეგულირებულ მომსახურებებს. ახალი გადარიცხვების განხორციელება შეუძლებელია. მანამდე გაგზავნილი თანხების დაბრუნება შესაძლებელია Korona-ს მობილური აპლიკაციის საშუალებით," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ოპერირების შეწყვეტა უკავშირდება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტს, რომელიც სისტემის საგადახდო ოპერატორი კომპანია ნოვოსიბირსკის "საგადასახადო ცენტრს" შეეხო. 2026 წლის 24 ივლისიდან სისტემამ ოპერირება შეწყვიტა საქართველოსა და მთელ რიგ სხვა ბაზრებზე, ხოლო ახლა ცნობილი ხდება რომ კომპანიის შვილობილი Koronapay Europe Limited ევროპაში არსებულ ლიცენზიას აუქმებს და ოპერირებას წყვეტს.



























