მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zolotaya Korona-მ საქართველოში ფულადი გზავნილები შეაჩერა

korona

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმების შემდეგ, ფულადი გზავნილების რუსულმა სისტემა Zolotaya Korona-მ საქართველოში თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა გამორთო - ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მათი ინფორმაციით, საქართველო გადარიცხვებისთვის ხელმისაწვდომი ქვეყნების სიაში აღარ იძებნება. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო სერვისის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება იყო.

Korona-მ გადარიცხვები რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც შეწყვიტა, თუმცა კონკრეტულად რომელში, გამოცემა არ აზუსტებს.

Zolotaya Korona-ს მხარდაჭერის სამსახურში რუსულ მედიასაშუალება RBC-ს განუცხადეს, რომ "ამ დროისთვის გადარიცხვების ზოგიერთი მიმართულება მიუწვდომელია".

ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტით შეზღუდვები კერძოდ Zolotaya Korona-ს ოპერატორს - ნოვოსიბირსკის "საგადასახადო ცენტრს" შეეხო, ისევე როგორც Tsifra Bank-ს, რომელმაც, თავის მხრივ, გადარიცხვები ყაზახეთში შეაჩერა.

საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაწყებული ომის გამო რუსეთის ბაზარი საერთაშორისო საგადასახადო სისტემებმა, Visa-მ და MasterCard-მა დატოვეს, Zolotaya Korona რუსეთიდან სხვა ქვეყნებში ფულის გადარიცხვის ერთ-ერთ მთავარ არხად იქცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები