მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზრდის მიუხედავად, სახელმწიფო სექტორში კერძოსთან შედარებით, ხელფასი კვლავ დაბალია

ფული

საქსტატმა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შარშან საშუალო ხელფასი 11.5%-ით 1971 ლარამდეა გაზრდილი.

ასევე, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 436 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულებზე. კერძოდ, 2023 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 13%-ით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 11%-ით გაიზარდა და შესაბამისად, 1 680 და 2 116 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება არასახელმწიფო სექტორში კონკრეტულად ბიზნესს სექტორს, შარშან აქ საშუალო ხელფასი 197 ლარით 2 024 ლარამდე გაიზარდა.

ცნობისთვის, საშუალო ხელფასის გამოსათვლელად საქსტატი კვარტალური კვლევებისათვის მონაცემებს 16 ათასამდე სხვადასხვა ზომის საწარმოდან აგროვებს. კვლევაში მონაწილე საწარმოები უწყებას დარიცხული შრომის ანაზღაურების ფონდს - ანუ მონაცემებს ხელფასებზე ჯამურად დახარჯული თანხის მოცულობაზე აწვდიან, რაც ძირითად ხელფასთან ერთად პრემია-დანამატს მოიცავს.

საქსტატი მიღებულ რიცხვს ჯერ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაზე ყოფს, შემდეგ 3-ზე ან 12-ზე, იმის მიხედვით კვარტალურია კვლევა თუ წლიური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები