მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდი-ანაკლიის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ბიუჯეტი ₾12 მილიონზე მეტია

639f0fee47b5f
თელარა გელანტია
18.12.22 17:04
659
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის გზის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე გზა დაზიანებული იყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა.

„პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები