მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზუგდიდიდან მესტიისკენ მოძრაობა არ აღმდგარა - ბარჯაშთან ჩამოშლილი კლდის გაწმენდითი სამუშაობი მიმდინარეობს

სვანეთი

ზუგდიდიდან მესტიისკენ მიმავალი გზა, სოფელ ბარჯაშთან კლდის ჩამოშლის გამო კვლავ ჩახერგილია. გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს.

BM.GE-მ მესტიის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს დაუკავშირდა, რომელმაც თავდაპირველად განაცხადა, რომ გზა ერთ საათში გაიხსნებოდა. თუმცა განმეორებითი კომუნიკაციის დროს მერმა აღნიშნა, რომ ადგილზე დიდი ზომის ქვები აღმოჩნდა, რის გამოც გზის გახსნა გაჭიანურდა და კონკრეტულ დროს ვერ დაასახელა.

„მთელი დეპარტამენტი მუშაობს. ყველა ჩართულია. როცა შეძლებენ გახსნიან გზას“, - განაცხადა მესტიის მერმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ბარჯაშთან საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები