სამეგრელო-ზემო სვანეთის სამ მუნიციპალიტეტში 12 პროექტი განხორციელდება, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამურად 13 278 057 ლარით დაფინანსდება.
დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის დავით ვერავას ხელმძღვანელობით, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დასაფინანსებლად წარსადგენი პროექტები განიხილეს და მოიწონეს.
BM.GE გთავაზობთ პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც ზუგდიდის, აბაშის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში უნდა განხორციელდეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი (ჯამში 8 877 692 ლარი):
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, 9 აპრილის ქუჩაზე (საჭკადუოს უბანი) საავტომობილო გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, დუტუ მეგრელის ქუჩაზე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნალიმას უბანში საავტომობილო გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზვიად გამსახურდიას და მარო მაყაშვილის ქუჩებზე საავტომობილო გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ტაბიძის ქუჩაზე საავტომობილო გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორსანტია-დარჩელის ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
- ქალაქ ზუგდიდში, მიხეილ ჯავახიშვილის,წაღვერის და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩებზე საავტომობილო გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზე საავტომობილო გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ხობის მუნიციპალიტეტი (ჯამში 3 614 049 ლარი):
- ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაშფერდში (საბასილაიო - საკვირკვაიოს უბანი) გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
- ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაშფერდში (მეურნეობის დასახლება) გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი (ჯამში 786 316 ლარი):
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანი ადმინისტრაციულ ერთეულის მე-4 და მე-8 ქუჩის რეაბილიტაცია
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მე-12 და მე-14 ქუჩის რეაბილიტაცია




























