მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ირწმუნებიან, რომ 70 ლიტრის ტევადობის მანქანაში 160 ლიტრი საწვავი ჩაასხეს

5e47c5cbbbbcf
ინგა მურუსიძე
15.02.20 14:40
3967
ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში ირწმუნებიან, რომ 70-ლიტრიანი ავზის მქონე ავტომანქანაში ერთ ჩასხმაზე 160 ლიტრი საწვავი ჩაასხეს, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც 2017-2018 წლების საქმიანობის აუდიტს ასახავს.

ამასთან, დასკვნაში მაგალითად მოყვანილია ავტომობილი, რომლის ავზის მოცულობა 63 ლიტრი იყო, 36 წუთში კი მისმა მფლობელმა 216,72 ლიტრი საწვავი ჩაასხა. საუბარია ავტომობილზე, რომლის სახელმწიფო ნომერია ZZ929UU.



აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტი 2017 წელს საწვავს ყოველთვიურად გასცემდა საჯარო მოსამსახურეების მფლობელობაში არსებულ 68-იდან 126 ავტომანქანაზე, ხოლო 2018 წელს – 94-იდან 120 ავტომანქანაზე. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში მსუბუქ ავტომანქანებზე დახარჯა 351.6 ტონა საწვავი. მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გაცემულია 188.5 ტონა.

როგორც სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის მერი და გამგებელი საწვავს ხარჯავდნენ როგორც მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული განპიროვნებული ავტომანქანებისათვის, ასევე პირად საკუთრებაში არსებული ტრანსპორტისათვის. კერძოდ, მუნიციპალიტეტის ავტომანქანებზე გაცემულია 25.8 ტონა საწვავი, ხოლო პირად სარგებლობაში არსებული ავტომანქანების მიერ გახარჯულია დამატებით 2.9 ტონა საწვავი.

„გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესწავლით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საწვავი გამოყენებულია სავარაუდოდ არაავტორიზებული ავტომანქანებისათვის. კერძოდ, ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა საწვავის ავზის მოცულობას აღემატება.

მონაცემები მიუთითებს, რომ ავტორიზებულ ავტომანქანებზე, „აგაი“ სისტემის ჩიპი, სავარაუდოდ, მყარად არ იყო დამაგრებული და მისი გამოყენებით საწვავის ჩასხმა ხდებოდა სხვა ავტომანქანებშიც. არსებობს რისკი, რომ არაიდენტიფიცირებული ავტომანქანების საწვავით გამართვა ხდებოდა პირადი მიზნებისათვის და სამსახურებრივი დანიშნულებით არ გამოიყენებოდა“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები