მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზუგდიდის რაიონში 33 800 ღერი უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

5fa6516137097
BM.GE
07.11.20 13:09
463
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაწულუკუსა და აბაშის რაიონის სოფელ ქორობანში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 169 ბლოკი (33 800 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.

აღნიშნულ ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმეთა მასალები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები