მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდში დიაგნოსტიკური ცენტრი "ჯან-მედი" გაიხსნა - ინვესტიცია 100 000 ლარია

644cd36ada2e6
BM.GE
29.04.23 12:26
1196
ქალაქ ზუგდიდში, მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი "ჯან-მედი" გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით.

დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნაში 100 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო და ამ ეტაპისთვის 30 სამუშაო ადგილია შექმნილი.

ცენტრის ოფიციალურ გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი, დავით კუხალეიშვილი, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ‌ესწრებოდნენ,‌ ‌რომლებმაც ‌ახლად‌ ‌გახსნილი‌ ‌დიაგნოსტიკური‌ ‌ცენტრის‌ ‌ უპირატესობებს‌ ‌გაეცნენ.

“ჯან-მედი" მულტიპროფილური ცენტრია, რომელიც აღიჭურვა გერმანული ხარისხის აპარატურით. ყოველდღიური შიდა ხარისხის კონტროლით ცენტრი ორიენტირებულია ხარისხზე და ხელმისაწვდომია ჩვენი რეგიონის ყველა მოქალაქისთვის. მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა სოციალურ პროექტებში, დახმარება გავუწიოთ ონკოლოგიით დაავადებულ პაციენტებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს. პროცესშია თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება წამყვან კლინიკებთან, როგორიცაა იაშვილის ბავშვთა და გაგუას კლინიკა, უროლოგიის ცენტრი და ა.შ. ამასთან, ამ მიმართულებით, მეორე ეტაპი იქნება, თურქეთის წამყვანი კლინიკებიდან სპეციალისტების ჩამოყვანა”, - განაცხადა დიაგნოსტიკური ცენტრი "ჯან-მედის" დირექტორმა ლელა ქაჯაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები