"კანონპროექტი - ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას",- ამის შესახებ განცხადებას ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათი თქმით, ახალგაზრდების არჩევანი არის ევროპა და მის გარშემო გაერთიანებული ღირებულებები.
"ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს გუნდი, ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მივიჩნევთ რომ, საქართველოს პარლამენტის მიერ დაინიიცირებული კანონპროექტი - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", - ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ვემიჯნებით კანონს, რომელიც გვაშორებს ევროპას და ევროპულ მომავალს!
ჩვენი, ახალგაზრდების, არჩევანია ევროპა და მის გარშემო გაერთიანებული ღირებულებები - თავისუფლება, დემოკრატია და სიყვარული.
შესაბამისად, ჩვენი ვალია ვიდგეთ სამშობლოს გვერდით!
წინ ევროპისკენ! რუსეთი ოკუპანტია!", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.