მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ ძნელაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე აღარ არის

617d28ee4d4b9
თელარა გელანტია
30.10.21 15:12
2297
ზურაბ ძნელაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას აღარ იკავებს. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ს ლაშა ხუციშვილის უწყებაშიც დაუდასტურეს.

მისივე ინფორმაციით, ზურაბ ძნელაშვილი ფინანსთა სამინისტროში რჩება და მუშაობას უკვე მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე აგრძელებს.

„უკვე რამდენიმე თვეა ზურაბ ძნელაშვილი, USAID-თან ერთად ხელმძღვანელობს პროექტს, რომელიც საგადასახადო დავების კუთხით ხორციელდება", - უთხრეს bm.ge-ს სამინისტროში.

შეგახსენებთ, ზურაბ ძნელაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2020 წლის თებერვლიდან იკავებდა. 2019 წლის მარტიდან კი ის შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. უფრო ადრე, 2013-2016 წლებში ზურაბ ძნელაშვილი ბიზნესომბუდსმენის აპარატში მუშაობდა - იყოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე და ასევე, რამდენიმე თვის განმავლობაში ბიზნესომბუდსმენის მოვალეობასაც ასრულებდა.

აღსანიშნია, რომ ზურაბ ძნელაშვილმა ბიზნესომბუდსმენის აპარატში მუშაობა გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის დროს დაიწყო და ასევე, სწორედ გახარიას პრემიერობის პერიოდში დაინიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილედ.

ლაშა ხუციშვილს ამჟამად 6 მოადგილე ჰყავს: გიორგი კაკაურიძე, ცოტნე ყავლაშვილი, მიხეილ დუნდუა, მამუკა ბარათაშვილი, მირზა გელაშვილი და ეკატერინე გუნცაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები