მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ზურაბ კვირიაშვილის ვენახების” ღვინო ექსპორტზე კორეასა და იაპონიაში გავა

6189051fdd76c
მარიამ იზორია
15.11.21 10:10
1300
ნატურალური ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე საოჯახო მარნის „ზურაბ კვირიაშვილის ვენახების“ ღვინო მომავალი წლიდან ექსპორტზე კორეასა და იაპონიაში გავა, ამის შესახებ bm.ge-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ კვირიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის დამკვეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„თავიდანვე კომპანიის ორიენტირება ექსპორტი იყო, უკვე შვეიცარიის, ამერიკის შეერთებულ შტატებისა და საფრანგეთის ბაზრები გვაქვს, ათვისებული. რაც შეეხება იაპონიასა და კორეას, ამ დროისთვის მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მომავალი წლიდან გავალთ, ახლა რაოდენობას ვათანხმებთ“ - ამბობს ზურაბ კვირიაშვილი.

ცნობისთვის, თელავში მდებარე „ზურაბ კვირიაშვილის ვენახები“ ბაზარზე 2002 წლიდან ოპერირებს, კომპანიის ღვინო საფრანგეთში, აშშ-სა და შვეიცარიაში უკვე იყიდება. მცირე საოჯახო მარნის წარმადობა წელიწადში 5000-6000 ბოთლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები