ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური დაკავებულია. ინფორმაცია bmg-ს შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს, 2021 წლის 18 აგვისტოს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იმავე წლის 29 ნოემბერს კი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.




























