მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Zurich Insurance ბრიტანულ Beazley-ს $11 მილიარდად ყიდულობს

beazley zurich

ერთობლივი განცხადების თანახმად, ბრიტანული სადაზღვევო კომპანია Beazley Zurich Insurance Group-ის მიერ შესყიდვის $10.8 მილიარდ დოლარიან შეთავაზებას დათანხმდა. შვეიცარიული კომპანია ამ გარიგებით სპეციალიზებული დაზღვევის ბაზარზე პოზიციების გაფართოებას გეგმავს - წერს Reuters.

Beazley-ს შეძენა მნიშვნელოვნად გაზრდის Zurich-ის წვდომას სპეციალიზებულ დაზღვევაზე, რაც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, საზღვაო, საავიაციო და კოსმოსური დაზღვევა, ასევე ხელოვნების ნიმუშების დაზღვევა.

"Beazley-სთან ერთად ჩვენ შევქმნით მსოფლიოში წამყვან სპეციალიზებულ დამზღვევს, რომლის მოზიდული პრემიების ჯამური მოცულობა დაახლოებით $15 მილიარდი იქნება. ჩვენ გვექნება გამორჩეული სადაზღვევო კომპეტენცია, მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობები და წამყვანი პოზიცია გლობალურ დისტრიბუციაში", - განაცხადა მარიო გრეკომ, Zurich-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

რამდენიმე წინა შეთავაზების უარყოფის შემდეგ, თებერვალში Beazley-მ განაცხადა, რომ რეკომენდაციას გაუწევდა Zurich-ის გაუმჯობესებულ, $11 მილიარდიან წინადადებას, თუკი მყარ შეთავაზებას 4 მარტამდე, მარეგულირებლის მიერ დაწესებული ვადამდე მიიღებდა .

Beazley-ს აქციონერები თითო აქციაში $17.9-ს მიიღებენ: $17.57-ს ნაღდი ფულის სახით და $0.34-ს დივიდენდის სახით.

ვაჭრობის დახურვისას Beazley-ს აქციების ფასი 1.8%-ით გაიზარდა და $17.31 შეადგინა, რაც შეთავაზებულ ფასზე დაბალია. Zurich-ის აქციების ფასი 1.2%-ით შემცირდა.

Zurich-მა განაცხადა, რომ შესყიდვის დაფინანსებას არსებული ფულადი რესურსების, კაპიტალის მოზიდვისა და შუალედური სესხების კომბინაციით გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები