სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება კიდევ 3 მლნ ევროთი გაიზარდა.
განახლებული მონაცემებით, „სენტ ეტიენს“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ღირებულებამ 3-დან 5 მლნ ევრომდე მოიმატა.
უნდა აღინიშნოს, რომ წარმატებული მატჩის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და სიმბოლურ გუნდში მოხვდა – ასეთია ორი ანალიტიკური პორტალის, whoscored-ისა და Sofascore-ის შეფასება.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 7 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელი კვლავ ხვიჩა კვარაცხელიაა 80 მლნ ევროთი, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე – 45 მლნ ევროთი, რომელსაც გიორგი მიქაუტაძე მოსდევს 20 მლნ ევროთი.