ფრანგულ კლუბ “ბორდოს” ფინანსური პრობლემები აქვს. საფრანგეთის მენეჯმენტის კონტროლის ეროვნული დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კლუბს მხოლოდ იმ თანხის დახარჯვა შეეძლება, რომელთაც ფეხბურთელების გაყიდვით გამოიმუშავებს. გუნდს ევალება, რომ ფეხბურთელების გაყიდვით მინიმუმ 10 მილიონი ევრო გამოიმუშაონ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ ახალი მოთამაშეებით შემადგენლობის გაძლიერების უფლება.
ფრანგულ გამოცემებში წერენ, რომ შემდეგი მატჩისთვის, რომელსაც “ბორდო” “ანჟის” წინააღმდეგ ჩაატარებს, დავითაშვილი გუნდში უკვე აღარ იქნება. მათივე ცნობით, ქართველი შემტევით ორი კლუბია დაინტერესებული და მათ შორის ერთ-ერთი ცენტრალური აზიიდანაა.
სატრანსფერო ფანჯარა 31 იანვარს იხურება მანამდე ფრანგული გუნდი ვალდებულია ფინანსური დავალიანება შეავსოს, რომელიც 8 მილიონ ევროს შეადგენს.
ცნობისთვის, “ბორდო” დავითაშვილის გარდა ალბერთ ელისის გაყიდვასაც აპირებს, რომლის შეძენითაც ამერიკული MLS-ია დაინტერესებული. ფრანგული კლუბი ელისის 1,6 მილიონ ევროდ აფასებს.