საქართველოს მთავრობის განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც როთი წერს, მმართველი პარტია საქართველოს მომავალს ანადგურებს ევროპის შუაგულში
“ზუსტად ის ხდება, რისიც გვეშინოდა: იზოლაცია ევროპის ნაცვლად. ჩაგვრა თავისუფლების სანაცვლოდ. ავტორიტარიზმი დემოკრატიის ნაცვლად. მმართველი პარტია ანადგურებს საქართველოს მომავალს ევროპის შუაგულში,” - წერს როთი.