მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზუსტად ვიცი, ძალა ერთობაშია, სიყვარულშია" - "ფუსფუსი" მცირე ბიზნესებს დახმარებას სთავაზობს

ფუსფუსი

საკონდიტრო "ფუსფუსი" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც სოლიდარობას უცხადებს მცირე ბიზნესებს და დახმარებას სთავაზობს.

"ძვირფასო მცირე მეწარმეებო, ვიცი, რა რთულ პერიოდებს გადიხართ ახლა. რამხელა ფინანსურ თუ ფსიქოლოგიურ კრიზისს განიცდით. მეც იგივეს გავდივარ...სულ მეფიქრება, რა შეიძლება გავაკეთო იმისთვის, რომ ერთმანეთს ყოფა შევუმსუბუქოთ.

ამიტომ, გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა და ვინც მყავხართ მცირე მეწარმეები, კომენტარში დათაგეთ თქვენი ბიზნეს გვერდები და დაურთეთ თქვენი ხელნაკეთების ფოტოც თუ სხვა. ჩათვალეთ, რომ გიზიარებთ ჩემს მომხმარებლებს. ეგებ, მცირედი წვლილი მაინც შევიტანო, თქვენი ბიზნესის გადარჩენაში.

ზუსტად ვიცი, რომ ძალა ერთობაშია, ძალა სიყვარულშია, ძალა სიკეთეშია და ეს ყველაფერი გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას! ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები