მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზვავების მართვის სისტემის დანერგვაზე, მესტიის მუნიციპალიტეტმა პროექტი შეიმუშავა - პრემიერი

ბაკურიანი

ზვავების მართვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტს შესაბამისი პროექტი აქვს შემუშავებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურს არ დაუკონკრეტებია რას ითვალიწინებს პროექტი, თუმცა თქვა, რომ სამინისტრო აღნიშნული პროექტით დაინტერესდება.

„რაც შეეხება ბატონი სოზარ სუბარის შეკითხვას, მესტიის მუნიციპალიტეტში ზვავების მართვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, როგორც ჩემთვის ცნობილია, მესტიის მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტი. სამინისტრო უშუალოდ დაინტერესდება ამ პროექტით და უნდა განვსაზღვროთ ამის მიხედვით კონკრეტული ნაბიჯები, მიზანშეწონილობა, ამაზე ვიმუშავებთ მუნიციპალიტეტთან ერთად“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები