რიკოთზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ოთხი ავტომობილი, საავტომობილო გზაზე მოძრაობა კი უკვე აღდგენილია ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე დასრულდა ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილის წმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინტენსიური თოვის გამო რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მანამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაზიანდა 4 ავტომანქანა.