მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე „ვენდის“ ახალი კონცეფციის კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნა

63aed739469d5
BM.GE
30.12.22 16:17
1830
დედაქალაქის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს #10-ში „ვენდის“ ახალი ფორმატის კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნა.

განახლებული კონცეფციის არქიტექტურით, 24/7-ზე Drive Thru მომსახურებით, მიმზიდველი ერგონომიკის მქონე დარბაზით, ულამაზესი ხედით, პიცერიასა და კაფეტერიით „ვენდის“ ახალი რესტორანი მომხმარებლებს დღეიდან მასპინძლობს და მალევე საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდება.

2023 წელს „ვენდი“ 16 რესტორნით შეხვდება და მომავალი წლის ბოლომდე კიდევ 5 რესტორანს შემატებს „ვისოლ ჯგუფის“ მიერ მართულ რესტორნების ყველაზე ფართო ქსელს საქართველოში, რომელიც ჯამურად „ვენდისა“ და „დანკინის“ უკვე 90-მდე ობიექტს აერთიანებს. 2022 წელს „ვისოლ ჯგუფმა“ 21 „დანკინის“ და 4 „ვენდის“ რესტორანი გახსნა და 500-მდე ადამიანი დაასაქმა როგორც თბილისში, ისე რეგიონში. ახალციხე. ბორჯომი, ბაკურიანი და გუდაური ის ახალი ლოკაციებია, სადაც „დანკინი“ მიმდინარე წელს შევიდა.

„ვენდის“ ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას თბილისის მერი კახი კალაძე დაესწრო.

„საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები - "ხარისხი ჩვენი რეცეპტია".

ქსელის განვითარებით კი გვსურს ყოველდღიურად ახალი, საქართველოში წარმოებული ინგრედიენტებით დამზადებული უგემრიელესი მენიუ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ადამიანებისთვის, ვისთვისაც „ვენდისში“ სტუმრობა საყვარელი ტრადიციაა ან ვინც დროშია შეზღუდული და Drive Thru მომსახურების მიღება სწარაფად და 24 საათის განმავლობაში სურს. მომხმარებლის ერთგულებას კი მუდმივი სიახლეებით ვპასუხობთ.

სულ რამოდენიმე დღის წინაც გავახარეთ ისინი მენიუში უგემრიელესი „ქათმის ფრთების“ დამატებით. მომავალი წლიდან კი მნიშვნელოვნად გავამრავალფეროვნებთ ქათმის პროდუქტების არჩევანს და უკვე ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეეძლება საყვარელი პროდუქტის აღმოჩენა ახალ მენიუში. მოხარული ვართ, რომ თბილისის მერი ჩვენთან ერთად იზიარებს ბრენდის წარმატებას ქართულ ბაზარზე და წინასაახალწლოდ შემოგვიერთდა ობიექტის გახსნაზე“, - აცხადებს „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

„ვენდის“ ახალი რესტორანი მომხმარებლებს Drive Thru 24/7-ზე მოემსახურება, ხოლო გამორჩეული ინტერიერისა და ერგონომიკის მქონე დარბაზი 08:00-00:00 საათამდე იმუშავებს. ახალი ფორმატის რესტორანში 50 ადამიანი დასაქმდა.

„ვისოლ ჯგუფმა“ „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში 2013 წელს დაიწყო. და უკვე 10 წელი ხდება, რაც მომხმარებელს ყოველდღიურად არწმუნებს, რომ „ხარისხი „ვენდის“ რეცეპტია“.


NS