მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზვიად ხარაზიშვილმა თანამდებობა დატოვა - გდდ-ის ხელმძღვანელი რომან ქარცივაძე იქნება

ხარება

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ზვიად ხარაზიშვილმა (ხარება) დატოვა. მის ადგილას უწყებამ რომან ქარცივაძე დანიშნა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო — აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა,“ — აცხადებენ უწყებაში.

ქარცივაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის N76 განკარგულების მიხედვით, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

დამატებითი ინფორმაცია ცვლილების მიზეზების შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები