მეტრო “გოცირიძის” კონტრაქტორმა შესაძლოა მერიას უჩივლოს - "მამისონის" პასუხი კალაძეს
BM.GE
02.11.22 20:34
• 643
მეტრო “გოცირიძის” კონტრაქტორმა შესაძლოა მერიას უჩივლოს - ეს ინფორმაცია BM.GE-ის კომპანია “მამისონის” მეწილემ ნიკოლოზ ჭკადუამ მიაწოდა. როგორც ჭკადუა ამბობს, კომპანია აპროტესტებს ჯარიმის იმ ოდენობას, რაც ვადების დარღვევის გამო თბილისის მერიამ მათ დააკისრა. საუბარია 0,5 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე. ნიკოლოზ ჭკადუა ამბობს, რომ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა.