ენერგოეფექტურობა - ეს სიტყვა სულ უფრო ხშირად გვესმის ჩვენს რეალობაშიც. ენერგიის დაზოგვის, გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების თუ ხარჯების დაზოგვის თვალსაზრისით - ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვა, უდავოდ, ყველა ამ მიმართულებით სარგებლის მომტანია და ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც ამ ტიპის მიდგომებს კერძო სექტორი საკუთარი ინიციატივით, პროაქტიულად ნერგავს.