საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ექსპორტის ხელშეწყობისთვის პანელური დისკუსია გაიმართა
BM.GE
10.06.22 09:18
• 542
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ასოციაცია, SMEDA-ს თანაორგანიზატორობით პანელური დისკუსია ექსპორტის ხელშეწყობა საქართველოში გაიმართა. შეხვედერაზე მეწარმეები მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას გაეცნენ, ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ქვეყანაში ექსპორტთან დაკავშირებული ძირითადი აქტივობები, არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები. პანელური დისკუსიის დროს განხილულ იქნა 2021-2025 წლების სტრატეგია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით, SME საწარმოთა ექსპორტის ზრდის, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა.