თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა და საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ისევ განახლდა. ცვლილებების მიზეზი ძირითადად, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით პრობლემური საკითხები იყო, რომელთა გადაწყვეტის რამდენიმე გზაზე მერია მუშაობს.