მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვზანაძე: "საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი მაღალია"

BM.GE
12.04.21 14:30
506
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით მსჯელებენ. საქმე ისაა, რომ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, რომლებსაც “ლიბერთი ბანკი“ გასცემს, საკომიტეტო მოსმენის გამართვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მოითხოვეს. სხდომას დღეს სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც დაესწრება. თავის მხრივ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეც მიიჩნევს, რომ საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი და ვალის ტვირთი მაღალია, მაგრამ ანტისაბანკო განწყობების გაღვივებას ხელი არ უნდა შეეწყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები