მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიძლება ითქვას, რომ ინფრასტრუქტურული კომპანიები გაკოტრდნენ - ლევან ვეფხვაძე

6229aec1d41c0
ინგა მურუსიძე
10.03.22 11:10
9297
შეიძლება ითქვას, რომ ინფრასტრუქტურული კომპანიები გაკოტრდნენ, - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ „საქმიანი დილას“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, კომპანიებს სერიოზული პრობლემები აქვთ და ეს ორი ფაქტორით არის გამოწვეული: ფასების მატება მსოფლიო ბაზარზე და სავალუტო კურსის რყევა საქართველოში.

„ძალიან ბევრი ზარი შემოდის ინფრასტრუქტურული კომპანიების მხრიდან. უკვე გაკოტრების პირას აღარ არიან, შეიძლება ითქვას, რომ გაკოტრდნენ, გამომდინარე იქიდან, რაც ბაზარზე ხდება, რა ფასებიცააა. ეს, რაც ახლა ხდება, მარტო სავალუტო კურსით გამოწვეული რყევა რომ იყოს, კიდევ შეიძლება არ ჰქონდეს იმხელა ნეგატიური ეფექტი: ორმაგი ეფექტია - დოლარში საერთაშორისო ბაზრებზე სამშენებლო მასალა ძვირდება და ამას ემატება გაცვლითი კურსით გამოწვეული შოკი“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მისი თქმით, სიტუაციიდან გამოსავალი ერთია - სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინდექსაციის სისტემის ამოქმედება – ანუ ამა თუ იმ სამშენებლო მასალის გაძვირება სახელმწიფომ უნდა დააკომპენსიროს და პროექტის თანხა შესაბამისად გაზარდოს. ვეფხვაძე განმარტავს, რომ არსებულ სიტუაციაში, ინფრასტრუქტურული პროექტების და კომპანიების გადასარჩენად სახელმწიფომ ნაბიჯი უნდა გადადგას.

„მაგალითად, არმატურა თითქმის 50%-ით გაიზარდა ლარში ექვივალენტით. ეს ყველაფერი აისახება მოქალაქეებზე, რომლებიც სახლს აშენებენ ან არემონტებენ. სახელმწიფომაც უნდა გადადგას ამ სიტუაციაში ნაბიჯი და თქვას, რომ მსგავს სიტუაციაში არაფერი გამოვა ინდექსაციის გარეშე. უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ ამაზე, რომ იყოს ინდექსაცია.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კი არ ვაკეთებთ რაიმე შეფასებას, არამედ, არსებობს სტატისტიკის სამსახური, რომელსაც აქვს მშენებლობის ინდექსიც და სამშენებლო მასალების ინდექსიც. იქ კვარტალურად ხდება გარკვეული ინდექსების გამოყენება. თუ ჩვენ ამ ინდექსებს ავსახავთ პროექტებში, იქნება ძალიან სწორი მიდგომა, სახელმწიფოსაც და მშენებელ კომპანიასაც დააზღვევს“, - ამბობს ვეფხვაძე.