ვინ (არ) დაუჭირა მხარი აგენტების შესახებ რუსულ კანონს - დეპუტატების სია
BM.GE
07.03.23 20:49
• 4738
პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.
რუსულ კანონს ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.
იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც კანონპროექტს მხარი დაუჭირეს არიან:
ვინ არ დაუჭირა მხარი: დავით ბაქრაძე, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია.
ასევე, გუბაზ სანიკიძე, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, რომან გოცირიძე, შალვა კერესელიძე.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის, ქეთევან დუმბაძემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, დავით სერგეენკომ და ირაკლი მეძმარიაშვილმა.
განახლება: მოგვიანებით, დუმბაძემ და მეძმარიაშვილმა განაცხადეს, აგენტების კანონპროექტს მხარი დაუჭირეს და ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.