მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების - 553 შემთხვევა, გამოჯანმრთელების - 1 021 – Covid-სტატისტიკა

6243f4c87bbfd
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.22 10:46
542
30 მარტის კორონავირუსის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების 553 შემთხვევა დადასტურდა. ჯამში საქართველოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე Covid-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1 647 796  შეადგინა.

ბოლო 24 საათში ვირუსმა 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სრული Covid-სტატისტიკა კი ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 647 796 , ბოლო 24 საათში - 553
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1 623 453 , ბოლო 24 საათში - 1 021
მათ შორის გარდაცვლილი - 16 739 , ბოლო 24 საათში - 9
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 24 461, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 22 232, PCR ტესტით - 2 229
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,26%, ბოლო 14 დღის - 3,65%, ბოლო 7 დღის - 2,89%
სულ აცრილია - 2 857 215, დღიურად აცრილია - 1 950
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 555