ავლაბარში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი თავდამსხმელი დაკავებულია, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ავლაბარში განაცხადა, სადაც „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა.
„ბანკში შეიჭრა ერთი თავდამსხმელი, რომელიც უკვე დაკავებულია, ხოლო ყველა მძევალი ზიანის გარეშე გავათავისუფლეთ“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ის არ აკონკრეტებს, თუ რას ითხოვდა თავდამსხმელი და რამდენი მოქალაქე ჰყავდა მძევლად აყვანილი.