მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

0 ლარი - ივნისში საქართველოს საფონდო ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ შემდგარა

62bec9f3a8c15
გიორგი თოლორდავა
01.07.22 14:24
1251
ივნისის თვე საქართველოს საფონდო ბირჟისთვის (GSE) უაღრესად არასახარბიელო შედეგით დასრულდა: ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ შემდგარა, შესაბამისად, საშუალო ბრუნვამ 0 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 0-ლარიანი ბრუნვა გასული წლისთვის დამახასიათებელი მოვლენა იყო - 2021 წლის მაისში, აპრილში, ივნისსა და ივლისშიც არცერთი გარიგება არ შემდგარა. საერთო ჯამში, გასულ წელს ბირჟაზე 104,077 ლარის გარიგებები განხორციელდა.

გასათვალისწინებელია, რომ წინა თვე GSE-სთვის შედარებით უკეთესი იყო - მაისში განხორციელებული ტრანზაქციების საერთო მოცულობამ 3,490 ლარი შეადგინა, შესაბამისად, დღიური საშუალო ბრუნვა 159 ლარი იყო.

საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 24 კომპანიის ფასიანი ქაღალდია განთავსებული, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 750 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები