მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 კვირაში ახალი ტარიფიკაცია ოფთალმოლოგიასაც შეეხება - რას აანონსებს ეკატერინე ტიკარაძე

5e4f7ebe63614
თელარა გელანტია
21.02.20 13:50
1792
„არა მხოლოდ ოფთალმოლოგიის, არამედ 7 მიმართულების მიმართ იგეგემება ახალი დადგენილება“, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ bm.ge-ის კითხვას, რომელიც კარდიოქირურგიის და რეანიმაციის მიმართულებების შემდეგ ოფთალმოლოგიაშიც ტარიფიკაციის შესაძლო შეცვლას შეეხებოდა.

მინისტრმა დეტალები და ვადები არ დააკონკრეტა, მაგრამ თქვა, რომ ცვლილებები, სავარაუდოდ, 2 კვირაში იქნება.

- გავრცელებული ინფორმაციით, 520-ე დადგენილების მსგავსი დოკუმენტის გამოცემა იგეგმება ოფთალმოლოგიის მიმართულებაშიც. ადასტურებთ?

- არა მხოლოდ ოფთალმოლოგიის, არამედ 7 მიმართულების მიმართ იგეგმება ახალი დადგენილება... ამასთან დაკავშირებით გარკვეული ჯგუფები მუშაობენ. კვირის ბოლოს (ინტერვიუ 18 თებერვალს ჩავწერეთ) უკვე შეიკრიბება რამდენიმე ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს დადგენილ ტარიფებზე, დადგენილ სტანდარტებზე და ალბათ უახლოეს ორ კვირაში გვექნება ახალი დადგენილება.

- და სავარაუდოდ, შემცირებული იქნება ტარიფები ოფთალმოლოგიაშიც?

- ჩვენი მიზანი არ გახლავთ ის, რომ აუცილებლად შევამციროთ ტარიფები. 520-ე დადგენილებაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ყურადღება არ მახვილდება, არის ისეთი დაავადებები, რომელთა ანაზღაურების ოდენობა გაიზარდა, მაგრამ ამაზე ყურადღება არ მახვილდება. ჩვენი ამოცანა და მიზანი არის ის, რომ დავადგინოთ ღირებულება, რამდენად შეესაბამება ჩატარებული მანიპულაცია საჭირო სტანდარტს და ასევე, საჭირო სტანდარტი რამდენად სწორად არის განფასებული.

- ოფთალმოლოგიის გარდა კიდევ რომელ მიმართულებებში იქნება ახალი ტარიფები დადგენილი?

- ორი კვირა დავიცადოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები