მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს 4,7%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით - Galt&Taggart

5e22bfe6ada8e
ინგა მურუსიძე
18.01.20 18:25
1873
2020 წელს 4,7%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ზრდა განპირობებული იქნება საგარეო წყაროებიდან მიღებული შემოსავლებით - ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. ლაშა ქავთარაძე პროგნოზირებს, რომ მთავრობის ინფრასტრუქტურული ხარჯებიც ეკონომიკურ ზრდაზე იქნება ორიენტირებული, ასევე მოსალოდნელია, რომ წლის მეორე ნახევარში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ნელ-ნელა შერბილდეს.

"საგარეო წყაროებიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება იმისათვის, რომ სამომხმარებლო მოთხოვნა იქნას შენარჩუნებული და აქედან მომდინარეობდეს ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა. ინვესტიციების კუთხით ჩვენ ვხედავთ, რომ საბანკო სექტორის მხრიდან ბიზნეს სესხების ზრდა მნიშვნელოვანი იყო 2019 წელს. მოსალოდნელია, რომ 2020 წელსაც გაგრძელდეს ბიზნეს სესხების ზრდა. 2019 წლის ბოლოს, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე გაიზრდება უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა, განსაკუთრებით ევროში აღებულ სესხებზე", - განაცხადა ქავთარაძემ.

რაც შეეხება ფისკალურ კუთხეს, ქავთარაძე ამბობს, რომ ამ მხრიდან ეკონომიკურ ზრდაზე 2019 წელს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო.

"ფისკალური დანახარჯების ზრდით მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო ეკონომიკურ ზრდაზე 2019 წელს. 2020 წელს მთავრობის კაპიტალური ხარჯების ზომა მშპ-სთან მიმართებით თითქმის უცვლელია და ეს კვლავაც ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერი იქნება. არის არჩევნები და საუბარია უარყოფით განწყობებზე, თუმცა თუ გადავხედავთ წინა წლების გამოცდილებას, არასდროს ყოფილა ისე, რომ არჩევნების გამო ეკონომიკური ზრდა შემცირებულიყო. არჩევნების დროს ხდება ფისკალური აქსელერაცია და ესეც მხარდაჭერა იქნება ეკონომიკური ზრდის. საბაზო სცენარით 4,7%-იანი ზრდა არის მისაღწევი", - განაცხადა ქავთარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები