"საქართველოს რკინიგზამ" 2020 წლის იანვარ-თებერვალში 1.88 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციითვე, ტვირთბრუნვის რამდენიმეწლიანი ვარდნის შემდეგ, 2019 წელს გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა.
ჯამურად რკინიგზამ 2019 წელს 10.9 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა.