ყაზახური სასუქის გადაზიდვის დაწყებით ბათუმის პორტში მშრალი ტვირთების მოცულობა გაიზარდა.
პორტის მმართველი "ყაზტრანსოილის" მონაცემებით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურით პირველ კვარტალში 6 012 ტონა ყაზახური ამონიუმის ნიტრატი გადაიზიდა. KazAzot- ის ტვირთის ტრანსპორტირება ყაზახური პორტის "აქთაუს" და აზერბაიჯანული პორტის "გოვსანის" გავლით განხორციელდა. KazAzot-ი წლის ბოლომდე ბათუმის პორტის გავლით 50 000 ტონა სასუქის ტრანსპორტირებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში ბათუმის ნავსადგურის მშრალი ტვირთების ტერმინალის ტვირთბრუნვამ 435 ათასი ტონა შეადგინა, რაც 4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.