ტელეკომპანიები – "იმედი", "მაესტრო" და "რუსთავი 2" 2016 წლის შემდგომ გადასახადებს არ იხდიან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, "იმედს" ბიუჯეტის წინაშე 19 მილიონი ლარი, "მაესტროს" 8 მილიონი ლარი, "რუსთავი 2"-ს კი 28 მილიონი ლარი მართებს. ჯამში ვალი 55 მილიონს შეადგენს.
პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ თუ სახელმწიფო ამ თანხის სრულად ამოღებას გადაწყვეტს, მაშინ ეს ტელეკომპანიები დაიხურებიან. მაჭავარიანი აცხადებს, რომ ამის მიუხედავად, მას 2019 წლის ბოლომდე მოლაპარაკებათა წარმატებით დასრულების იმედი აქვს.
"ეს მართლაც სენსიტიური საკითხია. წარმოუდგენლად დიდი დავალიანებები აქვთ. რასაკვირველია, ამ თანხის მყისიერი მოთხოვნა ამ ტელევიზიების ერთმნიშვნელოვნად დახურვას გამოიწვევს. სამწუხაროდ, ეს რომ გამოიწვევდა დღეს, გამოიწვევდა შარშან და გამოიწვევდა შარშანწინაც, ამიტომ ხდებოდა ის, რომ ხელს ვერ ვკიდებთ ამ ვალებს. ეს იყო შეცდომა ჩემი აზრით.
მე მგონია, რომ ახლა გამოსავალი არის ის, რომ მათ გავუკეთოთ გრძელვადიანი გრაფიკი, ვიცი, რომ ამაზე აყვირდება ნაწილი. ზოგი ოპონენტი, ზოგი სხვა ტელევიზია, მაგრამ ყველა ვისაც დავალიანება აქვს, მინდა ერთნაირ პირობებში ჩავაყენოთ, მაქსიმალურად მივცეთ მრავალწლიანი გრაფიკი და შესაბამისად ვიმოქმედოთ. სამწუხაროდ, სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ტელევიზიები არ არიან ჩვეულებრივი ბიზნესები. თქვენ იცით, რომ საქართველოში ეს ქრონიკული პრობლემაა. ეს პრობლემა 20 წლის წინაც იყო, არაერთხელ მოხდა ჩამოწერა ამ ვალების სხვადასხვა ხელისუფლების მიერ. ეს დასამთავრებელია წესით. საინფორმაციო საშუალებები, მედია არ უნდა იყოს განსაკუთრებულ რეჟიმსა და პრივილეგიებში, ამას არ უნდა ჰქონდეს შანტაჟის სახე, რაც ამას ეხება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ქრონიკულად მეორდება.
მე მგონია, რომ წლის ბოლომდე მივაღწევთ შეთანხმებას, უნდა მიგვეღწია მანამდეც, უნდა მიგვეღწია ნოემბრის დასაწყისში, ვერ ვაღწევთ ამ შეთანხმებას, იმიტომ რომ უჭირთ, ვერ იღებენ ამ ვალდებულებას. ეს არის გულწრფელი და ღია პასუხი. მეტს მე ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიების დავალიანების შესახებ საჯაროდ 2019 წლის 14 აგვისტოს განაცხადა. მაშინ ივანე მაჭავარიანი აცხადებდა, რომ ის ტელევიზიებისგან ვალის გონივრულ ვადაში მომსახურების შესახებ წინადადებებს ორი კვირის ვადაში ელოდა.