მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილობრივი წარმოების შესაფუთ მასალებზე მოთხოვნა იზრდება - "კოლორ ჯგუფი" მიზეზებზე

63427e0a57c08
ლიკა გურაბანიძე
09.10.22 13:32
1391
საქართველოში წარმოებულ შესაფუთ მასალებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც BM.GE-სთან საუბრისას “კოლორ ჯგუფის” გაყიდვების ხელმძღვანელი მარიამ მუხიგული აღნიშნავს, რუსეთ-უკრაინის ომმა ქვეყანაში იმპორტირებული შესაფუთი მასალების რაოდენობრივი შემცირება გამოიწვია, რადგან შესაფუთი მასალები როგორც რუსეთიდან, ისე უკრაინიდან შემოდიოდა, შედეგად მოთხოვნა ადგილობრივ ნაწარმზე გაჩნდა.

“ქართულ შესაფუთ მასალებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ხშირ შემთვევაში დამკვეთებს ჰგონიათ, რომ ქართული უფრო ძვირი ღირს, თუმცა ეს ასე არ არის. ვფიქრობ, რომ ფასით თუნდაც თურქეთის ბაზართან საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ. 2022 წლის პირველი სამი კვარტლის შედეგებით, ეტიკეტის და შეფუთვის მიმართულებით გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 20%-იანი ზრდა გვაქვს. ბოლო კვარტალში ზრდის ტემპის გაგრძელების მოლოდინები კვლავ არის”, - განაცხადა მარიამ მუხიგულმა.

“კოლორ ჯგუფის” გაყიდვების ხელმძღვანელის განმარტებით, გასული წლის მარტიდან ფასების გაზრდა მოუწიათ. ფასების ზრდის განმაპირობებელ მიზეზებს შორის კი პანდემია, ნავთობზე და ენერგომატარებლებზე ღირებულების მატება, ლოგისტიკის გაძვირება და რუსეთ-უკრაინის ომია.

“აპრილი-მაისში პროდუქციის ფასი 40%-ით გავზარდეთ, რაც ყველაზე მაღალი ნიშნული იყო, შემდგომ ამ რიცხვმა 20%-ს მიაღწია და დასტაბილურდა”, - განმარტა მუხიგულმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები