მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აეროპორტების გაერთიანება 2021 წელს 19-მილიონიან მოგებაზე გავიდა

62cf1058ed657
შოთა ტყეშელაშვილი
13.07.22 21:10
1056
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2021 წელი 19 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა - ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალი პანდემიურ 2020-თან შედარებით გაორმაგდა და 66.8 მილიონი ლარი შეადგინა.

აეროპორტების გაერთიანება ფლობს საქართველოში არსებულ სამივე საერთაშორისო აეროპორტს, მათგან კომპანია მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს და მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს მართავს.

კომპანიის 2021 წლის შემოსავლები ასე ნაწილდება:

საავიაციო ამონაგები:

თბილისი - 26.9 მილიონი ლარი;
ქუთაისი - 3.7 მილიონი ლარი;
ბათუმი - 5.9 მილიონი ლარი;
მესტია - 44 ათასი ლარი;
ამბროლაური - 20 ათასი ლარი.

არა-საავიაციო ამონაგები

თბილისი - 8.7 მილიონი ლარი;
ქუთაისი - 0.3 მილიონი ლარი;
ბათუმი - 39 ათასი ლარი.

საიჯარო შემოსავალი:

თბილისი - 0.3 მილიონი ლარი;
ქუთაისი - 0.6 მილიონი ლარი;
ბათუმი - 1.7 მილიონი ლარი.

კომპანიის ფინანსური შემოსავალი 2021 წელს გაზრდილ მგზავრთნაკადს უკავშირდებოდა, რადგანაც მგზავრთნაკადი 2019 წლის დონის 48%-მდე, ანუ 2,488,000 მგზავრამდე გაიზარდა.

სავარაუდოდ, კომპანიის შემოსავალი წელსაც გაიზრდება, რაც მკვეთრად გაზრდილ ტურიზმს უკავშირდება. კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 69%-ით აღდგა.

კერძოდ, 6 თვის მონაცემებით, აეროპორტები ჯამში 1 716 718 მგზავრს მოემსახურა, რაც 189%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. პანდემიამდე, 2019 წლის პირველ ექვს თვეში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობასთან მიმართებით მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 69%-ს შეადგენს.

რაც შეეხება უშუალოდ აეროპორტებს, მოცემულ პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 163 177 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 166%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს 62%-ით დაუბრუნდა.

2022 წლის ორ კვარტალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 328 386 მგზავრი. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 965%-ს შეადგენს. 2019 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 90%-ია.

საქართველოს მესამე საერთაშორისო აეროპორტი 216 062 მგზავრს მოემსახურა. ბათუმის აეროპორტის ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 87%-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები