მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამირან გამყრელიძე - კოვიდის მართვაში სტომატოლოგებიც ჩაერთვებიან

5fa529da12f50
ვიქტორია მღებრიშვილი
06.11.20 14:48
1877
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეისთვის სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი კრიტიკულია და 24 საათის განმავლობაში 183 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სამედიცინო პერსონალი, რომელიც დღეს ფრონტის წინა ხაზზეა, ეს კრიტიკული ადამიანური რესურსია, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ კოვიდიან ავადმყოფებს მოუაროს... ინფიცირების გამო გარკვეული პერიოდი ისინი ჩამოცილებულები არიან თავის ძირითად სამუშაოს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო განათლების მქონე პირები ჩაერთონ კოვიდის მართვაში და დღეს უკვე მათ რიცხვში შედიან სტომატოლოგებიც.

„ჩვენს კოლეგებს, ვინც დღეს დასაქმებული არაა, ან პენსიაზეა, შესაძლოა მოეძებნოთ საქმე, გასაგებია, რომ ასაკოვან ადამიანებს რეანიმაციებში ვერ გავუშვებთ, მაგრამ ქოლ-ცენტრებში ან კოვიდ სასტუმროებში შეიძლება მათი დასაქმება. ამიტომ იყო მინისტრის და საკოორდინაციო საბჭოს მოწოდება, რომ სამედიცინო კორპუსი მაქსიმალურად იყო მობილიზებული. იგივე მაგალითად სტომატოლოგები, რომლებიც ბევრნი არიან ქვეყანაში, აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება... მათ ნასწავლი აქვთ საგნები სამედიცინო ინსტიტუტში და იციან ადამიანის ორგანიზმი, ისინი ამ დროს შესაძლოა გამოვიყენოთ.

მე-5-მე-6 კურსის სტუდენტებმა თავისუფლად შეიძლება ექთნის ასისტენტებად იმუშავონ... ამ ტიპის მოძრაობა ქვეყანაში აუციელებელია, იმიტომ, რომ ჩვენ შევიდვართ ეპიდსიტუაციის ზღვარზე და ეს სიტუაცია სამართავია ქვეყანაში. დღევანდლამდე ეს სიტუაცია მართვადია, მიუხედავად იმისა, რომ 2 700 ახალი შემთხვევაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები