მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: ტაქსის მძღოლებში covid-ის გავრცელება საკმაოდ დაბალია

6013e20424bbc
ინგა მურუსიძე
29.01.21 18:44
725
"გატესტილია 13 644 ტაქსის მძღოლი, ბაზრობების 7 284 მოვაჭრე და  რელიგიის 5 863 მსახური", - ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ჯგუფებში დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

"დღევანდელ დღემდე 13 644 ტაქსის მძღოლია ქვეყანაში გატესტილი და მათგან covid-19 79-ს დაუდასტურდა. საკმაოდ დაბალია ტაქსის მძღოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი; ბაზრობების 7 284 მოვაჭრეა გატესტილი და მხოლოდ 56-ს დაუდასტურდა ვირუსი. რელიგიის მსახურებიდან 5 863 პირია გატესტილი და დადებითობის მაჩვენებელი 1,4%-ია; ინტენსიურად დაიწყო სავაჭო მოლების და მაღაზიების თანამშრომლების ტესტირებაც - 1033 ადამიანია უკვე გატესტილი და დადებითობის მაჩვენებელი 0% იყო. ასევე, გატესტილია სკოლების 1285 პედაგოგი და 8 იყო დადებითი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.