მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაფილაქსიური რეაქცია 2 მილიონ აცრაზე სულ 8 იყო - პაატა იმნაძე

61794a5c40af9
ინგა მურუსიძე
27.10.21 16:45
611
აცრაზე ყველაზე რთული რეაქცია არის ანაფილაქსია, რომელიც შეიძლება იმართოს იქვე და ასეთი შემთხვევა 2 მილიონ აცრაზე სულ 8 იყო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხათუნა ზახაშვილთან ერთად ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში დღეს ხონის, ხარაგაულის, ზესტაფონის და სამტრედიის მოსახლეობას შეხვდა და ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.

„მსგავსი ტიპის შეხვედრებს ვატარებთ იმისათვის, რომ უშუალოდ შევხვდეთ ადამიანებს და მათგან მოვისმინოთ ვაქცინაციის რა ბარიერები აქვთ, გავრცელებულია ბევრი დაუდასტურებელი ინფორმაცია და ადამიანებს აინტერესებთ ავუხსნათ, რა არის ტყუილი და რა არის სიმართლე. მილიონი ჩვენი მოქალაქე უკვე აცრილია და არავითარი რისკი არ არსებობს. ყველაზე საფრთხილო რაცაა, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც შეიძლება იმართოს იქვე და ასეთი შემთხვევა 2 მილიონ აცრაზე სულ 8 იყო. ვაქცინის გარეშე, სამწუხაროდ, ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, ერთადერთი გზა არის მოსახლეობის ვაქცინაცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.