მთის ზედა ნაწილს წყალი ჩვეულებრივად მიეწოდება, ხოლო ქვედა ნაწილს - გრაფიკით, - ამის შესახებ bm.ge-ს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს.
კომპანიაში გამოეხმაურნენ დამსვენებლების მიერ bm.ge-სთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თეთნულდზე საპირფარეშოები უწყლობის გამო არ მუშაობს.
"მთის ნაწილს წყალი ჩვეულებრივად მიეწოდება. ჩვენს დაქვემდებარებაში არსებულ საპირფარეშოებს პრობლემა არ აქვს, რაც შეეხება მთის ქვედა ნაწილს, დებეტის სიმცირის გამო, წყალი გრაფიკით მიეწოდება. ყოველდღიურ რეჟიმში 3 საათამდე წყალი უწყვეტად მოდის", - აცხადებენ კომპანიაში.