მედია გამოცემა Fox Business-ის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ N95 ტიპის პირბადეების წარმოებასთან დაკავშირებით კონტრაქტი გააფორმა ინდუსტრულ კონგლომერატ 3M Co-თან, რომლის ღირებულებაც 126 მილიონი აშშ დოლარია.
კონტრაქტის მიხედვით, 3M Co-მმა თვეში 26 მილიონი პირბადე უნდა აწარმოოს. კონტრაქტი ძალაში 2020 წლის ოქტომბრიდან შედის.
გამოცემის მიხედვით, 3M Co-მმა N95 ტიპის პირბადის წარმოება 312 მილიონამდე უნდა გაზარდოს მომდევნო 12 თვის განმავლობაში.