მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუქციონების გახანგრძლივების შედეგად, 9 სახელმწიფო კომპანიიდან 1 გაიყიდა

6078455369478
შოთა ტყეშელაშვილი
15.04.21 18:00
1088
დღეს დასრულდა 9 აუქციონი, რომლებზეც მთავრობა მის საკუთრებაში არსებული მცირე ზომის სახელმწიფო კომპანიების უფუნქციო აქტივებს ყიდდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, საპრივატიზაციოდ გამოტანილი 9 კომპანიიდან მხოლოდ ერთის, შპს ,,თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის" 100%-იანი წილი გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა მიიღო და გაყიდული ობიექტის ღირებულებამ 268 ათასი ლარი შეადგინა. 

დღესვე უშედეგოდ დასრულდა ე.წ. "რიყის დოქების" პრივატიზებისთვის გამოცხადებული აუქციონი, რაც ამ ობიექტის აუქციონის ჩავარდნის უკვე მესამე შემთხვევაა. ეს აუქციონიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით 2 დღით იყო გახანგრძლივებული.

საპრივატიზაციოდ გამოტანილი კომპანიების სია და მათი საწყისი ფასი ასე ნაწილდებოდა:

  • შპს "ზუგდიდის ფარმაცია" (ს/ნ 219984596) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 306,000 ლარი;
  • შპს ,,დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი" (ს/ნ: 211327410) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 246,000 ლარი;
  • სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ (ს/კ 219983908) 51%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 1,014,000 ლარი;
  • შპს "საზღვაო ტექსერვისი" (ს/კ 245431206) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 2,263,800 ლარი;
  • სს ,,ხაშურის მინის ტარა'' (ს/ნ: 243855734) კომპანიის კაპიტალის 23%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 747,200 ლარი;
  • შპს „დემეტრე 96“-ის (ს/ნ 205221614) 100%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 3,921,000 ლარი;
  • შპს „თერმული წყლები“ (ს/კ 404419214) 100%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 1,511,000 ლარი;
  • შპს უნიონი (ს/კ 225379587)20 % წილი. ობიექტის საწყისი ფასი 399,000 ლარი.

დღეს დასრულებული აუქციონების გახანგრძლივების მიზეზი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადების თანახმად, გახდა ტექნიკური ხარვეზი, რამაც ობიექტების შეძენის მსურველებს ტრანზაქციების განხორციელებაში შეუშალა ხელი, ამიტომაც აუქციონები 48 საათით გახანგრძლივდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები