მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში 112 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა. ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის (SCC) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.95-ჯერ მეტია. საერთო ჯამში, 2018 წელს ქვეყანაში 66 ელექტრომობილი შევიდა.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, რომელიც ძალაში 2019 წელს შევიდა, ელექტრომობილების იმპორტი აზერბაიჯანში დღგ-სგან თავისუფლდება. ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების შეყვანისას საჭიროა მხოლოდ საბაჟო გადასახადის გადახდა, რომელიც დასაბეგრი საქონლის ღირებულების 15% -ს შეადგენს.